ჟურნალისტ ეკა ხოფერიას საზოგადოება კარგად იცნობს. ის სხვადასხვა დროს არაერთი სატელევიზიო შოუს წამყვანი იყო. ეკას მეუღლე მიხეილ ხუჯაძე კი შპს "ფრანგულ-გერმანული ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის" პარტნიორი და 33.3%-ის მფლობელია.
ეკა ხოფერია ორჯერ დაქორწინდა. პირველ მეუღლესთან, გიორგი ლევიძესთან, მას ერთი შვილი, ანანო ლევიძე ჰყავს, ხოლო მიხეილ ხუჯაძესთან ქორწინებაში ეკა ხოფერიას ორი ვაჟი შეეძინა.
ამჯერად ის სწორედ მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
