სამეფო სტილის ექსპერტის, მირანდა ჰოლდერის თქმით, სასექსის ჰერცოგინიას აქვს რამდენიმე ხრიკი, რომ ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდეს.
"მეგან მარკლის სტილის მოპარვა ნებისმიერს შეუძლია", - ამბობს მირანდა. ამისათვის თქვენ უნდა დაიცვათ სამი მარტივი პრინციპი.
წესი პირველი: დაიცავით მინიმალისტური სტილი
ჰოლდერის თქმით, ეს არის პირველი, რაც მეგანისგან უნდა ისწავლო, იმისდა მიუხედავად, მისი ფანი ხარ თუ არა. მინიმალიზმი არის მთავარი კანონი, რომელსაც ჰერცოგინია მისდევს.
როგორც სტილისტი განმარტავს, „სუფთა“ და უბრალო სამოსის არჩევით, რომელიც ხაზს უსვამს ტანსაცმლის ხარისხს, შეგიძლიათ თქვენს ლუქს ძვირადღირებულის იმიჯი მისცეთ.
წესი მეორე: აირჩიეთ ნეიტრალური ფერები
მეგანის სტილის ხელახალი შექმნის მეორე გზა არის თქვენი გარდერობის ნეიტრალური ფერებით შევსება. „მსგავსი ჩრდილების ირგვლივ სტილის შექმნის მშვენიერება ის არის, რომ ისინი ადვილად ერწყმის ერთმანეთს“, - განმარტავს მირანდა.
წესი მესამე: ინვესტიცია ხარისხიან ნივთებში
ჰოლდერის თქმით, ძვირფას ნაჭრებში ინვესტიცია ყველა ქალს საშუალებას მისცემს, ყოველთვის დარჩეს ელეგანტური, დიდი ძალისხმევისა და ფულის დახარჯვის გარეშე.