რა უნდა გააკეთოთ, თუ დიეტას აკონტროლებთ, იცით, რომ ის არ შეცვლილა, მაგრამ ზედმეტი კილოგრამები მაინც ჩნდება? ყურადღებით წაიკითხეთ ჩამოთვლილი პრობლემები და გაიგეთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.
ჰიპოთირეოზი
თუ იოლად იღლებით, კანი გიშრებათ, თმა კი გითხელდებათ, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით გამოწვეულ ენდოკრინულ დაავადებაზე, ჰიპოთირეოზის შესახებ საუბრობთ.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი
ეს არის კიდევ ერთი დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსით - მედიცინის დოქტორის, ქირურგ მაიკლ ნუსბაუმის თქმით, მშობიარობის ასაკის ყოველი მეათე ქალი ამით იტანჯება. PCOS-ის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მისი მართვა - შესაძლებელი.
პერიმენოპაუზა და მენოპაუზა
ესტროგენის დონის დაქვეითებამ მენოპაუზისა და პერიმენოპაუზის დროს შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება - ჩვეულებრივ, დაგროვილი მუცლის არეში. ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ ჯანსაღი დიეტა და ვარჯიში.
იშენკო-კუშინგის დაავადება
კორტიზოლი, რომელსაც სტრესის ჰორმონს უწოდებენ, არის ის, რასაც ორგანიზმი გამოჰყოფს სტრესული ან საშიში სიტუაციების საპასუხოდ. თუმცა, თუ კორტიზოლი დიდი ხნის განმავლობაში წარმოიქმნება, შეიძლება განვითარდეს იშენკო-კუშინგის დაავადება, რომელსაც აქვს ერთი უსიამოვნო გვერდითი მოვლენა - არანორმალური ცხიმოვანი დეპოზიტები მუცლისა და სახის გარშემო.