ლინდა ევანგელისტა Wall Street Journal-ის ახალი ციფრული ნომრის გარეკანზეა. სუპერმოდელმა გულახდილ ინტერვიუში გაამჟღავნა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ორჯერ მოუწია ძუძუს კიბოსთან ბრძოლა.
58 წლის ევანგელისტა ჰყვება, რომ პირველად მას მკერდის კიბოს დიაგნოზი 2018 წელს დაუსვეს.
"პირველად ის ჩემს ყოველწლიურ მამოგრაფიაზე დაფიქსირდა. ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, უყოყმანოდ ვარჩიე, რომ ორმაგი მასტექტომია გამეკეთებინა (პროცედურა, რომლის დროსაც ძუძუს კვეთენ). ვფიქრობდი, რომ ოპერაციის შემდეგ უპრობლემოდ გავაგრძელებდი ცხოვრებას და მკერდის კიბო არ მომკლავდა".

მიუხედავად ამისა, 2022 წლის ივლისში ლინდას მკერდის სიმსივნე კვლავ გაუმეორდა. მოდელი თავის ონკოლოგთან დაბრუნდა და მტკიცედ მოსთხოვა, სიმსივნე ძირფესვიანად ამოეკვეთა.

"არ მინდა, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. როცა ოპერაციას მორჩები, მინდა, რომ მკერდში ხვრელი დავინახო. გასაგებია?! ამ დაავადებით სიკვდილს არ ვაპირებ!" - უთხრა თურმე ევანგელისტამ ექიმს. ამბობს, რომ იცოდა, როგორ უნდა გამკლავებოდა დაავადებას და სწორედ ამ გეგმას მიჰყვა.
წაიკითხეთ სრულად