გასულ წელს მუსიკოსი დათო ევგენიძე რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ნინო ჟვანიაზე დაქორწინდა. დათოსთვის ეს მესამე ქორწინებაა. მისი პირველი ქალიშვილი, ანჟელიკა, ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. მეორე ქორწინებიდან მას ლიკა და ლუკა ევგენიძეები ჰყავს, რომლებიც ნინო კალანდაძისგან შეეძინა. დათო ევგენიძის მესამე ურთიერთობა სწორედ ნინო ჟვანიას უკავშირდება. წყვილს ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს.
ამჯერად დათო ევგენიძე სწორედ შვილიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:
„ჩემი რვა შვილიშვილი…
სრული ოქტავა:
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო…
მარჯვნივ ლიკას ჩემი ანასოფია და ალექსანდრე“.