„ავთანდილი“ ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ყველასთვის ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი ბრენდია, რომლის უკანაც დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე დგას.
ავთანდილ ცქვიტინიძემ 2004 წელს ხათუნა თოთლაძეზე იქორწინა. ხათუნა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ხათუნა თოთლაძე ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
წყვილს ერთ ქალიშვილი ანასტასია ჰყავს. ამჯერად დიზაინერი მეუღლისა და შვილის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მათი ერთმანეთისგან გარჩევა გაგიჭირდებათ.