ალ პაჩინო 29 წლის შეყვარებულს მათი საერთო შვილის დაბადებიდან სამი თვის შემდეგ დაშორდა - Marao

ალ პაჩინო 29 წლის შეყვარებულს მათი საერთო შვილის დაბადებიდან სამი თვის შემდეგ დაშორდა

2023-09-07 12:25:44+04:00

სულ რაღაც სამი თვის წინ 29 წლის ნურ ალფალამ 83 წლის ალ პაჩინოსგან შვილი გააჩინა. მსახიობს თავდაპირველად ეჭვი ეპარებოდა, რომ ბავშვის მამა ნამდვილად თავად იყო. ამიტომ დნმ-ტესტი ჩაიტარა, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. მიუხედავად ამ ფაქტისა, წყვილმა ოჯახური ცხოვრების გაგრძელება მაინც ვერ შეძლო და ერთმანეთს დაშორდა.

ალ პაჩინო და ნურ ალფალა ერთმანეთს 2022 წლის აპრილიდან ხვდებოდნენ. მათზე ბევრს საუბრობდნენ, თუმცა თავად წყვილს ასაკობრივი სხვაობა არ აწუხებდა. ალფალას ორსულობა კი ნამდვილი შოკი იყო. მსახიობს უკვე ჰყავდა 22 წლის ტყუპი, ოლივია და ანტონი და 33 წლის ჯული. როგორც ჩანს, ის მეოთხე შვილისთვის მზად არ იყო და არ სჯეროდა, რომ მამა თავად იყო. ამის მიზეზად კი რამდენიმე სამედიცინო პროცედურას ასახელებდა, თუმცა მას ბედმა კიდევ ერთი შვილი აჩუქა.