მეგან მარკლმა საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა - ის ბიონსეს კონცერტზე მეუღლის გარეშე გამოჩნდა: რა ხდება სამეფო წყვილს შორის - Marao

მეგან მარკლმა საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა - ის ბიონსეს კონცერტზე მეუღლის გარეშე გამოჩნდა: რა ხდება სამეფო წყვილს შორის

2023-09-07 12:41:01+04:00

მეგან მარკლი რამდენიმე ცნობილ მეგობართან ერთად ბიონსეს კონცერტზე იმყოფებოდა. უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში სასექსის ჰერცოგინია Destiny's Child-ის მომღერალ კელი როულენდთან და მსახიობ კერი ვაშინგტონთან ერთად პოზირებს. 

მეგანთან ერთად კონცერტზე მედიამაგნატი ტაილერ პერიც იმყოფებოდა. პერი მეგანისა და ჰარის ქალიშვილის, ლილიბეტის ნათლიაა.

კონცერტს ასევე ესწრებოდნენ კრის ჯენერი, კეკე პალმერი, პედრო პასკალი, ნაომი ოსაკა, კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე.

აღსანიშნავია, რომ მეგანი პრინც ჰარის გარეშე გამოჩნდა. ბოლო თვეების განმავლობაში მედია გამუდმებით წერს იმაზე, რომ ჰარისა და მეგანის ქორწინება დასასრულს უახლოვდება. 

ტაბლოიდი RadarOnline გასულ კვირას წერდა, რომ მეგანი და ჰარი ერთმანეთისგან შორს ცხოვრობენ და ცდილობენ, გაერკვნენ, სურთ თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. ეს ამბავი მსოფლიოს არაერთმა მედიამ გააშუქა და ჭორები წყვილის დაშორების შესახებ უამრავ ადამიანს მისწვდა.

მეგანი და ჰარი მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს, უარი თქვან სამეფო პრივილეგიებსა და ვალდებულებებზე და საცხოვრებლად შტატებში გადავიდნენ. როგორც ჩანს, მათ აქვთ გეგმები, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა ჰოლივუდში. პრინცი ჰარი ემზადება ახალი სოლო-დოკუმენტური ფილმისთვის აფრიკაში, როგორც მისი Netflix-ის კონტრაქტის ნაწილი. წყვილს დაშორების შესახებ აქამდე არაფერი უთქვამს.