მოგეხსენებათ, ქალის ასაკს ორი პრობლემური სფერო – მკლავები და კისერი ავლენს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ უბნების კანის აღსადგენად გაცილებით ნაკლები კოლაგენი გამოიყოფა. მკლავებსა და კისერზე დერმა სწრაფად მშრალი ხდება, ხოლო ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც აძლევს ელასტიკურობას და სიგლუვეს, დროთა განმავლობაში იშლება. ამ საკითხში ყველაზე რთული ხელების მოვლაა: თუ ნაოჭიანი კისრით შეგიძლიათ დროულად მიმართოთ კოსმეტოლოგს, მაშინ დანაოჭებული ხელების მოვლაში ეს ვერ დაგეხმარებათ - ზოგიერთი რადიკალური მეთოდის გარდა.
ყველას აქვს სურვილი გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად და ამიტომ ღირს ორი მნიშვნელოვანი წესის დამახსოვრება: ჯერ ერთი, ხელები გულუხვად უნდა დაიტენიანოთ კრემით და მეორეც, მიიღოთ „რბილი კვადრატის“ ფორმის ფრჩხილები.
„რბილი კვადრატი“ იდეალური გადაწყვეტაა მათთვის, ვისაც ხელების ვიზუალურად გაახალგაზრდავება სურს. იგი აერთიანებს ერთდროულად ორი ფრჩხილის ფორმის უპირატესობას. ის ჩვეულებრივ კვადრატს ჰგავს, მაგრამ მისი კიდეები ოდნავ მომრგვალებულია, რომ არც ისე მკვეთრი იყოს. ამავდროულად, მანიკიურიც შთამბეჭდავად გამოიყურება და მისი ყოველდღიურად ტარება ბევრად უფრო მოსახერხებელია.