მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, თეა დარჩიას ქალიშვილი, ასევე "სუხიშვილების" მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი გასულ ზაფხულს დაინიშნა. მას რჩეულმა, დათო თოფურიამ ხელი რომანტიკულ გარემოში სთხოვა, რის შემდეგაც წყვილმა ევროპაში იმოგზაურა. ახლა კი მათი ქორწილი შედგა და უმშვენიერესი პატარძლის ფოტოები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ფოტოების ავტორი უკრაინელი ფოტოგრაფი, მუსიკოსი გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე მარინა კარპია.




