"ქართული ეროვნული ბალეტი სუხიშვილების" სოლისტის, ქორეოგრაფი თეა დარჩიასა და გუჯა მათიაშვილის ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობს. თეამ სცენაზე 30 წელზე მეტი გაატარა და სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელს არაერთხელ აჩუქა დაუვიწყარი ემოციები და მოგონებები. დღეს კი მას საკუთარი სტუდია "თედასი" აქვს, სადაც პატარებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს.

თეა დარჩიასა და გუჯა მათიაშვილს ოთხი შვილი - მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი. გასული წლის ზაფხულში მირიანმა ბავშვობის სიყვარულზე, ელენე ბარამიძეზე იქორწინა. თეა დარჩია ამბობდა, რომ მირიანი და ელენე კლასელები იყვნენ: "ძალიან იოლი და მაგარია ჩემი რძლობაც და სიძეობაც" - აღნიშნავდა მაშინ მოცეკვავე.

სულ ცოტა ხნის წინ თეა დარჩიას უფროსმა ქალიშვილმა, მარიამ მათიაშვილმაც იქორწინა. მისი მეუღლე დავით თოფურიაა. ქორწილი ულამაზეს გარემოში, კაჭრეთის "ამბასადორში" შედგა. რადგან მარიამმა დედის გზა გააგრძელა და თავადაც "სუხიშვილების" მოცეკვავეა, ქორწილი სავსე იყო ქართული ცეკვით, მუსიკითა და გართობით. წვეულება პატარა მომღერლებმა, ოთო ბაზერაშვილმა და ნიკოლოზ ხარატმა კიდევ უფრო გაახალისეს. საღამოს კი მუსიკალურად დავით გომართელი აფორმებდა. მარიამმა მეუღლესთან ერთად ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა. პატარძალმა დედასთან ერთადაც იცეკვა. მშვენიერი დღე გულის ფორმის ტორტის გაჭრითა და ფეიერვერკებით დასრულდა.