გიორგი გოგიჩაიშვილის, "გოგიჩას" ოჯახს საქართველოში კარგად იცნობენ. გოგიჩა ბევრისთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, საყვარელი ტელესახე იყო. მის მიერ განსახიერებულმა პერსონაჟებმა თუ შექმნილმა როლებმა უამრავ პატარას გაულამაზა ბავშვობა და დაუვიწყარი მოგონებები დაუტოვა.
2019 წლის 4 ივლისს ცნობილი გახდა, რომ 51 წლის ასაკში გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. ის სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა. გოგიჩას დიდი ოჯახი - მშობლები, მეუღლე და ორი ქალიშვილი დარჩა.
ამჯერად სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს ნანუკა გოგიჩაიშვილი აქვეყნებს. ის გოგიჩას დის, მაიკო გოგიჩაიშვილის შესახებ წერს:
"ჩემი ულამაზესი დუკას (მამიდუკას), ასე ვეძახდი ბავშვობაში, დაბადების დღეა! მაიკო თავის თაობაში ერთ-ერთი ცნობილი სილამაზის და ნიჭის მქონე გოგო იყო და არის! ფრანგი მსახიობი ანუკ ემე ვისაც გახსოვთ, მას ამსგავსებდნენ. ჩემთვის მასზე კიდევ უფრო ლამაზია, თუ გარეგნულად, თუ შინაგანად!" - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.