1999 Emmy Awards, სადაც ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი ერთად პირველად გამოჩნდნენ, ოფიციალურად დადასტურდა მათი რომანი. იმის გათვალისწინებით, რომ ვარსკვლავური წყვილი მართლაც საოცრად გამოიყურებოდა, მაშინვე დაიწყეს ოჯახზე ფიქრი. და ეს შეიძლება მომხდარიყო, რომ არა „მისტერ და მისის სმიტები“ და ანჯელინა ჯოლი. ბრედთან დაშორების შემდეგ ჯენიფერმა ნუგეში ჯასტინ ტერუში იპოვა. ტაბლოიდებმა მაშინვე გაავრცელეს სასიხარულო ამბავი: ჯენი ორსულადაა!
„არის უზარმაზარი რესურსი, რომელიც ახლა პრესად ითვლება და ცდილობს გაარკვიოს ორსულად ვარ თუ არა. ისინი ავრცელებენ იმ აზრს, რომ ქალები რაღაცნაირად არასრულფასოვნები, წარუმატებლები ან უბედურები არიან, თუ შვილის ყოლაზე უარსა ამბობენ. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება ჩემთან, სამედიცინო თვალსაზრისით, რატომ არ შემიძლია შვილის გაჩენა... ეს ფაქტი ძალიან მტკივა და მაწუხებს.”- თქვა ჯენიფერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მსახიობმა იმაზეც ისაუბრა, რომ კარიერის დასაწყისში წონის უკიდურესი დაკლების შემდეგ, მისი ციკლი დაირღვა, ექიმები კი ორსულობასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ აფრთხილებდნენ. ფაქტობრივად, პროგნოზები ახდა - ჯენიფერს ორჯერ მოეშალა მუცელი, რამაც მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა.