ცნობილი ადამიანების შვილები, როგორც წესი, იცნობენ მშობლების პროფესიის ყველა მინუსს. მაგრამ კარიერის ვარიანტების სიმრავლის მიუხედავად, ისინი ხშირად ირჩევენ იმავე გზას. მასალაში სწორედ იმ ცნობილ ადამიანებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება და მშობლებზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს.
ჯენიფერ ენისტონი
ჯენიფერ ენიტონის მამა საბერძნეთში დაიბადა, მაგრამ მისი ოჯახი მალე გადავიდა ამერიკაში. თეატრალური განათლების მიღების შემდეგ მან გადაწყვიტა თავისი ცხოვრება ტელევიზიასთან დაეკავშირებინა და მიიღო როლი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიალში, Days of Our Lives.
ჯენიფერი აღიარებდა, რომ მამა მის კარიერულ არჩევანს მხარს არ უჭერდა და უნდოდა ქალიშვილს შედარებით მარტივი პროფესია აერჩია. საბედნიეროს, ენისტონი მამის კვალს გაჰყვა და ერთ-ერთი ცნობილი სიტკომის „მეგობრების“ გუნდის წევრი გახდა.
ლორა დერნი
ლორა დერნის მშობლები ცნობილი მსახიობები არიან. ბრიუს დერნმა მრავალი ცნობილი რეჟისორის ფილმში ითამაშა, მათ შორის არიან კვენტინ ტარანტინო, ფრენსის ფორდ კოპოლა და სხვები. მისი მეუღლე დაიანი ასევე ცნობილი გახდა ფილმებსა და სერიალებში შესრულებული როლებით.
რა თქმა უნდა, ლორა დერნმა სხვა გზა ვერ აირჩია და უკვე 6 წლის ასაკში დაიწყო სამსახიობო კარიერა. ახლა ის აგრძელებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა ჟანრში, მისი ჯილდოებისა და ნომინაციების რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება.
დრიუ ბერიმორი
დრიუ ბერიმორი მსახიობთა დინასტიას ეკუთვნის. მამის მხრიდან მისი ნათესავების უმეტესობა კინოინდუსტრიის გამორჩეული ვარსკვლავები იყვნენ. გასაკვირი არ არის, რომ დრიუმ მსახიობობა სულ რაღაც თერთმეტი თვის ასაკში დაიწყო და დღემდე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და მოთხოვნადი ვარსკვლავია.
ქეით ჰადსონი
ქეით ჰადსონი ცნობილი ამერიკელი მსახიობის გოლდი ჰოუნისა და მომღერლის, ბილ ჰადსონის ოჯახში დაიბადა. მალე მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და ცოტა ხნის შემდეგ გოლდიმ რომანი თავის კოლეგასთან, კურტ რასელთან გააბა.
ქეითის კარიერაში დიდი გარდატეხა იყო ფილმი "თითქმის ცნობილი". ფილმმა მას ოსკარის ნომინაცია მოუტანა და უამრავ ახალ წარმატებულ პროექტს გაუხსნა გზა.