გია ბაღაშვილსა და მის ოჯახს საქართველოში კარგად იცნობენ. მუსიკოსსა და ახლა უკვე ტელეწამყვანს ოთხი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც თაკო ტაბატაძესთან ქორწინებაში შეეძინა. წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს, თუმცა შვილებთან დიდ დროს ატარებენ და მათ ცხოვრებაში აქტიურად იღებენ მონაწილეობას.
ამჯერად გია ბაღაშვილი ქალიშვილის, ანასტასიას, ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ის პირველკლასელი გახდა:
„საზეიმო დღე გვაქვს! ჩემი მეოთხე გოგონა, ანასტასია ბაღაშვილი, დღეს პირველად წავიდა სკოლაში! სიხარული, წისვლა და წარმატებები, მამიკო!“, – წერს გია ბაღაშვილი და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.
შვილთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა თაკო ტაბატაძემაც: "სკოლის პირველი დღე. ეს არის საოცარი მოგზაურობის დასაწყისი, რომელიც სავსე იქნება ცოდნით, მეგობრებითა და თავგადასავლებით. ძალიან მიყვარხარ" - წერს თაკო.