"მე და ჯარ­ჯი დავ­შორ­დით; თურ­მე, რო­გორც უნდა ეცა­დო იყო სა­უ­კე­თე­სო, მი­ძღვნი­ლი მე­უღ­ლე, მა­ინც შე­იძ­ლე­ბა ფსკერ­ზე აღ­მოჩ­ნდე" - თათია შარანგია - Marao

"მე და ჯარ­ჯი დავ­შორ­დით; თურ­მე, რო­გორც უნდა ეცა­დო იყო სა­უ­კე­თე­სო, მი­ძღვნი­ლი მე­უღ­ლე, მა­ინც შე­იძ­ლე­ბა ფსკერ­ზე აღ­მოჩ­ნდე" - თათია შარანგია

2023-09-12 11:43:27+04:00

"მე და ჯარ­ჯი დავ­შორ­დით. სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის ხათ­რით, დე­ტა­ლებ­ზე და მი­ზე­ზებ­ზე არ ვი­სა­უბ­რებ, თუმ­ცა თბი­ლი­სი პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და ვთვლი, რომ ყვე­ლას ჩვე­ნი ად­გი­ლი გვაქვს სო­ცი­უმ­ში. თურ­მე, რო­გორც უნდა ეცა­დო, იყო სა­უ­კე­თე­სო, მი­ძღვნი­ლი მე­უღ­ლე, მა­ინც შე­იძ­ლე­ბა ფსკერ­ზე აღ­მოჩ­ნდე. ბო­დი­ში გულ­შე­მატ­კივ­რებს, ვი­საც ჩემს იმედ­გაც­რუ­ე­ბა­ზე გული და­წყდე­ბა. მთა­ვა­რია და­ცე­მის შემ­დეგ ძლი­ე­რად წა­მოდ­გე ფეხ­ზე და გპირ­დე­ბით, ამა­ში არ და­გა­ღა­ლა­ტებთ", - წერს თათა შა­რან­გია.

თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძეზე 5 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე იქორწინა. "ღმერთს ვთხოვ, ეს სიყვარული იყოს მარადიული და ოჯახი კი ტრადიციული ღირებულებების მატარებელი" - წერდა თათია. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, მათი ფოტოები კი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. თათიამ და ჯარჯიმ რამდენიმე დღის წინ ერთად ყოფნის პირველი წელიც აღნიშნეს: "პირველი წელი - მილიონიდან" - წერდა ის და მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებდა. თათია შარანგიას ჯარჯი თორაძესთან დაშორების მიზეზებზე არ უსაუბრია. 

ჯარჯი თორაძეს პირველ მეუღლესთან ორი შვილი ჰყავს. ის ძმები თორაძეებიდან ერთ-ერთის, ზაზა თორაძის შვილია. თათია კი მანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული - ლაშა შე­ვარ­დნა­ძეს­თან ორი ვაჟი - ედუ და სანი შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი ჰყავს, ხოლო მეორე მეუღლესთან, სანდრო შელიასთან ერთი ვაჟი შეეძინა.