"კი, მომატებული მაქვს წონა, მაპატიეთ, ამ წუთას ასე ვგრძნობ თავს კომფორტულად" - მაია კაჭკაჭიშვილი - Marao

"კი, მომატებული მაქვს წონა, მაპატიეთ, ამ წუთას ასე ვგრძნობ თავს კომფორტულად" - მაია კაჭკაჭიშვილი

2023-09-12 12:16:40+04:00

მომღერალი ლელა წურწუმია სიმღერაზე „აღარ მინდა მე შენთან“ კლიპს იღებს. სიმღერის ავტორის, მაია კაჭკაჭიშვილის აზრით, თუ მისი, მომღერლის, არანჟირების ავტორის, ტექსტის ავტორის ემოცია დაემთხვა, მაშინ ხდება სიმღერა სახალხო“ .

კაჭკაჭიშვილი ლელას გადაცემაში გამოჩნდა, სადაც აღნიშნა, რომ წონაში მომატებული აქვს და ამ ეტაპზე თავს კომფორტულად გრძნობს.

„მინდა, ხალხს ვუთხრა, სანამ კომენტარებში დაწერენ: კი, მომატებული მაქვს წონა. მაპატიეთ, ამ წუთას ასე ვგრძნობ თავს კომფორტულად, თუ მომინდება, მერე ისევ დავიკლებ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ დამიწეროთ, ეს კიდევ გასუქდა“. – ამბობს მაია კაჭკაჭიშვილი.