ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. განსაკუთრებულ მოწონებას კი ნინოს სტილი და მისი გემოვნებიანი გარდერობი იმსახურებს.
ნინო უკვე წლებია, სამედიცინო სფეროში საქმიანობს და მისი მეუღლე ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვია. ამჯერად ნინო POS TV-ის ერთ-ერთ გადაცემას სტუმრობდა, სადაც პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
„ხშირად გვაქვს კამათი, თუმცა გუგა იმიტომ არის 30 წელი ჩემი მეუღლე, რომ ის მიღებს ისეთად, როგორიც მე ვარ. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი მეუღლე „გადამეკეთებინა“, რადგან მე ის მისი უჟმური ხასიათით მომწონს. მას მე ჩემი ხასიათებით მოვწონვარ.
ყოველთვის ერთმანეთთან შეთანხმებით ვაკეთებთ ყველაფერს, სხვანაირად 30 წელი ერთად ვერ ვიცხოვრებდით. მე ჩემი მინუსები მაქვს, გუგას - თავისი, მაგრამ ეს გლობალურ, საერთო მიზანს, რომ ჩვენ ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის, ერთმანეთისთვის საინტერესოები და ძალიან ბევრი ადამიანის საყრდენი, ხელს არ უშლის“, – ამბობს ნინო ნადირაძე.