მომღერალ ნინო ჩხეიძეს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას და სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია. ნინო ჩხეიძის მეუღლე პროდიუსერი გიორგი კორახაშვილია. მათ ერთმანეთი 21 წლის ასაკში გაიცნეს და ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში. წყვილს ერთი საერთო შვილი, მარიამ კორახაშვილი ჰყავს.
ამჯერად ნინო ჩხეიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და მის ფოტოს აქვეყნებს: "გილოცავ, გიორგი, სულ იხარე და იბედნიერე" - წერს მომღერალი.