ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი
1997 წელს დიდ ეკრანზე გამოვიდა ფილმი "ტიტანიკი", რომელიც სამუდამოდ შევიდა მსოფლიო კინოს ისტორიაში. გადაღების შემდეგ, მსახიობებს დაჟინებით მიაწერდნენ ახლო ურთიერთობას რეალურ ცხოვრებაშიც, მაგრამ რომანი არასოდეს დადასტურდა.
ცნობილია, რომ დიკაპრიო და უინსლეტი კვლავ მეგობრები არიან და ოჯახურ არდადეგებზე ერთმანეთის მონახულებასაც ახერხებენ.
ჯულია რობერტსი და რიჩარდ გირი
ჯულია რობერტსი და რიჩარდ გირი ფილმში Pretty Woman საკულტო წყვილს განასახიერებდნენ. სწორედ მაშინ დაიჯერა მილიონობით გოგონამ, რომ ნამდვილ სიყვარულს არ აქვს ბარიერები. ვარსკვლავებმა ერთად კიდევ რამდენიმე ფილმში ითამაშეს, თუმცა 1990 წლის რომანტიკული კომედია ბევრისთვის დღემდე შეუცვლელია.
ორნელა მუტი და ადრიანო ჩელენტანო
ყველასთვის საყვარელი ეკრანულს წყვილს არაერთ ფილმში უთამაშია ერთად. ორნელა მუტი ახლა 65 წლისაა და დღემდე შესანიშნავად გამოიყურება. ჩელენტანო 82 წლისაა და, მიუხედავად მოწინავე ასაკისა, წარმატებულ კარიერას დღემდე აგრძელებს.