ვინ არის კიდევ ერთი ჰადიდი, რომელმაც გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწია, მაგრამ თითქმის არსად ჩანს - ჯიჯი და ბელა ჰადიდების უფროსი დის, ალანა ჰადიდის საინტერესო ცხოვრება - Marao

ვინ არის კიდევ ერთი ჰადიდი, რომელმაც გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწია, მაგრამ თითქმის არსად ჩანს - ჯიჯი და ბელა ჰადიდების უფროსი დის, ალანა ჰადიდის საინტერესო ცხოვრება

2023-09-14 10:15:18+04:00

ჯიჯი და ბელა ჰადიდები მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და, ამავდროულად, მაღალანაზღაურებადი მოდელები არიან. ალანი კი სწორედ მათი უფროსი ნახევარდაა. ალბათ, გასაკვირი არც იქნება, თუ გეტყვით, რომ ისიც, დების მსგავსად, მოდის იდუსტრიაში საქმიანობს.

ალანა მუჰამედ ჰადიდის პირველი ცოლის, მერი ბატლერის ქალიშვილია. მისი დაინტერესება მოდით დედამ განაპირობა, რომელიც მოდელი იყო. თუმცა სხვა გზა ააირჩია. უმცროსი დებისგან განსხვავებით, ბედი პოდიუმზე არ უცდია და სამოსისა და აქსესუარების დიზაინმა დააინტერესა. ის თანამშრომლობდა ბრენდებთან Lou & Grey და Current Moji. მოგვიანებით  გახსნა საკუთარი ბრენდი La Detresse, რომელიც აწარმოებს იუნისექს ტანსაცმელს და ხელს უწყობს Body Positivity-ს. ასევე  აქვს სათვალის ბრენდი Hadid Eyewear, რომელიც ვინტაჟური, მასიური ჩარჩოების შეგროვებით დაიწყო. სპეციფიკური ფერები და უჩვეულო, თამამი ფორმები - აი, რა გამოარჩევს მის ბრენდს.  

Hadid eyewear ბელა და ალანა ჰადიდები, გარდა საინტერესო ბრენდისა, მისი გამორჩევა საინტერესო ჩაცმის სტილითაც შეგვიძლია. ელეგანტური, თამამი ფერები, კლასიკურისა და სპორტული სტილის იდეალური შერწყმა მისი სტილის დამახასიათებელი ნიშანია. მის გარდერობში მთავარი დიდი სამკაულები (ხშირად ატარებს რამდენიმე ყელსაბამს, გულსაკიდს და ჯაჭვს ერთად), ფერადი  მაისურები ირონიული ლოზუნგებით, მეტალის ქსოვილები და კლასიკური სამოსი, ჯინსები და ცხოველის სხვადასხვა პრინტია. მის ლუქებში მუდამ იგრძნობა თამამი განცხადებები, ისიც, რომ არ უშინდება ექსპერიმენტებს. მაშინ, როდესაც კოპენჰაგენის მოდის კვირეული მიმდინარეობდა, გასაკვირი არ არის, რომ  მთელი ყურადღება მასზე იყო მიმართული არა მხოლოდ პოდიუმზე, არამედ ქალაქის ქუჩებშიც, სადაც ქუჩის სტილის ფოტოგრაფები ჰადიდებს, განსაკუთრებით კი, ალანას, მუდამ თან დაჰყვებოდნენ.  

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველი მოდის კვირეულის ფარგლებში, პოდიუმზე ის ორჯერ ავიდა. მან ჯერ Saks Potts-ის ჩვენება გახსნა კრემისფერი ქურთუკით და შარვალზე შემოსილი ქვედაკაბით, შემდეგ კი კიდევ ორჯერ დაამშვენა Munthe-ის საღამო - ჯერ გრძელ მაქმანებიან კაბაში, შემდეგ კი - ტყავის მინი-კაბაში. განსაკუთრებული ვიზუალისა და სტილის გამო მოდის კრიტიკოსები "ბალენსიაგას" სამოდელო კამპანიებისთვის იდეალურ ვარიანტად განიხილავენ.