ანსამბლი „მზიური" 40 წლის წინ დაარსდა. პირველი თაობის ყველაზე პატარა მზიურელი მაშინ 8-9 წლის იყო... და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი გავიდა, ანსამბლის წევრები ხშირად მაინც ახერხებენ შეკრებას.
ამჯერად ეკა კახიანი მაია ჯაბუასთან და თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
"ეკა კახიანი ვერცხლისწყალივით ბავშვი იყო, ვერ ვაჩერებდი რეპეტიციებზე, თუმცა გავიდა დრო და იხვის ჭუჭული გედად იქცა. თამრიკო ჭოხონელიძე ახლა დადინჯდა, თორემ მაშინ ძნელი იყო მისი დამორჩილება. მაია ჯაბუა ისეთი დინჯი და გაწონასწორებული ბავშვი იყო, შენიშვნა არასოდეს მიმიცია" - იხსენებდა ანსამბლის ხელმძღვანელი გურამ ჯაიანი.