რომელი სამი ციფრი იზიდავს წარმატებას?: ასტროლოგები გვირჩევენ - Marao

რომელი სამი ციფრი იზიდავს წარმატებას?: ასტროლოგები გვირჩევენ

2023-09-15 17:24:07+04:00

ყველამ ვიცით, რომ 13 უიღბლობასთან ასოცირდება, მაგრამ რა შეიძლება ითქვას ციფრებზე, რომლებსაც აქვთ საპირისპირო ეფექტი? 

ნული - 0

ნული არ არის სიცარიელე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, არამედ „სამყაროს დასაწყისი, ციკლი და უსასრულო პოტენციალი“. თუ მუდმივად ხედავთ სამ ნულს, მაშინ დიდი წარმატება გელით.

რვა - 8

რვა ასტროლოგიაში იღბლიანად ითვლება იმავე მიზეზით, როგორც ნული - ის უსასრულობის ნიშანს ჰგავს. მრავალი კულტურა რვა რიცხვს სიმდიდრეს, სიუხვესა და ფინანსურ წარმატებას უკავშირებს.

სამი - 3

ამ რიცხვს ყველაზე იღბლიანს უწოდებენ: ასტროლოგი რეიჩელ კლერის თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ ნომერი სამი ასოცირდება იუპიტერთან, სიუხვისა და იღბლის პლანეტასთან. არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ნომერი სამი ჯადოსნურია: როგორც რეიჩელი განმარტავს, ჩვენ ვცხოვრობთ ტრიადებით სავსე სამყაროში – მაგალითად, გვაქვს წარსული, აწმყო და მომავალი, ხოლო სივრცეს აქვს სამი განზომილება.