ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სულ ცოტა ხნის წინ ამერიკა აალაპარაკა, როცა გახდა პირველი უცხოელი, რომელმაც პროექტ „ამერიკის ვარსკვლავში“ დიდ წარმატებას მიაღწია. ნუცა ჟიურის წევრების ფავორიტიც გახდა, ბოლო ეტაპზე Top-12 მონაწილეს შორის ქართველი შემსრულებელი სწორედ მათ გადაიყვანეს, თუმცა ათეულში მოსახვედრად მას ხმები არ ეყო და პროექტს გამოეთიშა.
ნუცამ არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა ჰოლივუდში მოხვედრაზე და ეს ოცნება აისრულა. ამჯერად კი წლების წინ გადაღებულ ერთ-ერთი საბავშვო მუსიკალური პროექტის კადრებს აქვეყნებს: "ბედნიერი ვარ, რომ არ დავნებდი ჩემი ოცნებებისთვის ბძოლაში" - წერს ის.