"ჩვენი სახლი უფრო მოგონებების სახლს ჰგავს" - დაათვალიერეთ ნანუკა ჟორჟოლიანის ბინა - Marao

"ჩვენი სახლი უფრო მოგონებების სახლს ჰგავს" - დაათვალიერეთ ნანუკა ჟორჟოლიანის ბინა

2023-09-18 10:18:16+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანს საქართველოში ბევრი იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს საკუთარ ფოტოებს. ნანუკა არც პირად ცხოვრებასა და საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდება და გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას იღებს.

ამჯერად ნანუკას შვილი, მარიამ გეგუჩაძე გოგოლა კალანდაძის რუბრიკის ახალი სტუმარია. მარიამმა გოგოლას ნანუკას სახლი დაათვალიერებინა და აღნიშნა, რომ სახლში დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს.

„საერთო დიზაინში არაა ჩამჯდარი ინტერიერი, მოგონებების სახლი უფროა,“ - ამბობს მარიამი.