"ნამდვილი ქართული სილამაზე" - თაკო ნაცვლიშვილი დედასთან, ნინა ცქიტიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - Marao

"ნამდვილი ქართული სილამაზე" - თაკო ნაცვლიშვილი დედასთან, ნინა ცქიტიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

2023-09-18 14:30:54+04:00

ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.

ამჯერად ნინა სწორედ თაკოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.