პრინცესა დიანაზე ისტორიები არაერთხელ მოგვისმენია, „ხალხის გულების პრინცესა“ გარდაცვალების შემდგომაც მუდამ აქტუალურია. რამდენიმე დღის წინ მისმა სვიტერმა გაყიდვების რეკორდი მოხსნა - მან კურტ კობეინის $334,000 გაყიდულ პულოვერსაც კი გადაასწრო და აუქციონზე $1,1 მილიონად გაიყიდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სვიტერს სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაშინ, როდესაც საკულტო ქორწილამდე სულ რაღაც ერთი თვე იყო დარჩენილი, პრინცესა დაიანა პრინცს ჩარლზის პოლოს მაჩზე სწორედ ამ სვიტერით გამოცხადდა. როგორც სხვა არაერთი ლუქი, ეს ჩაცმულობაც, თავისი სიმბოლური დატვირთვით, ბევრის ინსპირაციის წყაროდ იქცა. მიიჩევენ, რომ ეს ერთგვარი მესიჯი იყო მისი მხრიდან - წითელი სვიტრი, ბევრი თეთრი ცხვრით და შუაგულში მხოლოდ ერთი შავი ცხვარი. ბევრი ამბობდა, რომ დაიანაც სწორედ ასე გრძნობდა თავს სამეფო ოჯახის გარემოცვაში. სამოსი, Warm&Wonderful-ის მიერაა შექმნილი.
დიზაინი უნებლიედ იქცა პრინცესას ერთ-ერთ ყველაზე საკულტო გადაწყვეტილებლად. მან იმდენად დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რომ 2022 წელს Rowing Blazers-მა, Warm&Wonderful-თან თანამშრომლობით, ხელახლა გამოუშვა წითელი სვიტერი. როგორც ჩანს, ეს სამოსი, საზოგადოებასთან ერთად, პრინცესასთვისაც დიდ მნიშვნელობას ატარებდა, რადგან მისმა ასისტენტმა გარკვეული დროის შემდგომ ბრენდს სვიტერი გასაახლებლად გაუგზავნა. სამწუხაროდ, ის მფლობელთან არასდროს დაბრუნებულა. მაშინ, როდესაც ოსბორნი სხვენში ქსოვილებს ეძებდა, აღმოაჩინა სვიტერიც და იფიქრა, რომ მისი დატოვება მისი მხრდან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვდა, სწორედ ამიტომ Sotheby-ს გადასცეს.
„ძველ ქსოვილის ნიმუშს ვეძებდი და ვფიქრობდი, რომ იქ ბევრი რამ იქნებოდა საინტერესო. მოულოდნელად, ეს ძველი ღვინის ყუთი დავინახე კუთხეში და გავიფიქრე: რა არის იქ? შეიძლება ის იყოს? ” - იხსენებს დიზაინერი.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ