ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებას განსაკუთრებით უყვარს. ნუკი საცხოვრებლად ამერიკაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა, როდესაც ბენთან ერთად ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
ბენი და ნუკი სოციალურ ქსელებში დიდ სიყვარულს იმსახურებენ. ყველაზე მეტად ბენის ვიდეოები მოსწონთ, სადაც ის ქართულად საუბარს და ქართული კერძების დაგემოვნებას ცდილობს.
ამჯერად ნუკი და ბენი ქორწინების რვა წლის იუბილეს აღნიშნავენ:
“რა გაუმართლა ბენს... 8 წელი ჩემთან.. საქართველოს მოქალაქეობა და ჩემი გაუთავებელი სიშიშვლე სოციალურ ქსელში... მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს..
ვხუმრობ, გამიმართლა მე !!რომ მიძლებს.. ისე რამდენს გეგონათ რომ დავიშლებოდით მალე? მართალია ზოგჯერ ჩავბარგებულვარ, მაგრამ ასეა ყველა ოჯახში ხდება, არავინ მოგატყუოთ და გითხრათ რომ სულ ჩაის სვამენ და არ ჩხუბობენ. მთავარი არასდროს დაიძინოთ ნაჩხუბრებმა..ჩვენ დღეს 8 წელი შეგვისრულდა რაც ცოლ ქმარი ვართ… და მგონი კიდევ 28-ს გავქაჩავთ და მერე ვნახოთ. მიყვარხარ ბიჭოოო" - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
ქორწინების იუბილეს ნუკის ბენიც ულოცავს და "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს:
"გილოცავ იუბილეს, ჩემო სიყვარულო. 8 წელი... ყოველ ახალ დღეს უფრო მეტად მიყვარხარ. ვერაფერი შეგედრება. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ გაგვიმართლა, რომ შევხვდეთ ისე, როგორც შევხვდით. მიყვარხარ სამუდამოდ" - წერს ბენი.