DAVID KOMA, იგივე დავით კომახიძე ლონდონში მცხოვრები ქართველი დიზაინერია, რომელიცსაზოგადოების ყურადღების ცენტრში საკუთარი კოლექციებითა და გამორჩეული დიზაინით ხშირად ექცევა. ამჯერად მან ლონდონის მოდის კვირეულზე ახალგაზრდა ელისაბედ II-ის შთაგონებით შექმნილი კოლექცია წარადგინა.
სილუეტებში ასახული იყო კომას სიყვარული გლამურული და რთული დეტალებისადმი, დეკორაციები და პრინტები, რომლითაც ხაზს უსვამდა პოდიუმზე აყვავებულ ინგლისური ვარდების დღესასწაულს. როგორც დიზაინერმა განმარტა, მონარქებისთვის სამოსის შექმნა ყოველთვის იყო მისი ოცნება.
კოლექციის ინსპირაცია დედოფლის შავ-თეთრ ფოტოში იპოვა, სადაც ის მოტოციკლის სამოსშია წარმოდგენილი. მთავარ სიმბოლოსაც სწორედ ვარდი წარმოადგენს, როგორც „ყვავილების დედოფალი“ ინგლისურ კულტურაში. ჰაეროვანი ქსოვილები, მდიდრული და, ამავდროულად, დახვეწილი ასიმეტრიული სილუეტები, ინსპირირებული „ბაიკერული“ სტილით. თამამი დეკოლტეები და ვარდების საინტერესო პრინტები, როგორც დედოფლის სიმბოლო. კოლექციაში ასევე ვხვდებით ჩანთების პირველ ფართო ასორტიმენტსაც, რომელიც მკვეთრი მეტალის ფერებშია გადაწყვეტილი და შექმნლია დედოფლის ჩანთების ინსპირაციით.
აღსანიშანავია ის ფაქტიც, რომ ჩვენებაზე მონაწილეობა ქართველმა მოდელებმა, მატილდა გვარლიანი და ადიცა ბერზენიაც მიიღეს. ამ სეზონზე კომას კოლექცია აერთიანებდა ლამაზი და თანამედროვე ქალების მუდმივად ცვალებად იდენტობასა და ბუნებას, ყოველივე ეს კი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ზღაპრული მონარქის წარსულის მდიდრული ცხოვრებით იყო შთაგონებული.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ