41 წლის მარტოხელა და მდიდარი კაცის ცხოვრება, რომელსაც უეს ანდერსონი გვიყვება - ლეგენდარული რეჟისორის ახალ ფილში მთავარ როლს ბენედიქტ კამბერბეჩი ითამაშებს - Marao
ყველასთვის ცნობილი და საყვარელი უეს ანდერსონი ახალ ფილმს უშვებს, Netflix-მა ანდერსონის მომავალი ფილმი The Wonderful Story of Henry Sugar-ის პირველი თრილერი უკვე გამოაქვეყნა. ფილმი როალდ დალის ნაწარმოებს ეფუძნება და მთავარ როლს ბენედიქტ კამბერბეჩი ასრულებს.
The Wonderful Story of Henry Sugar 41 წლის მარტოხელა და მდიდარი კაცის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ჰენრი შუგარს მოპარული მაგიური წიგნის საშუალებით მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია, რაც მის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. მიუხედავად ფილმის ხანგრძლივობისა, კრიტიკოსთა და მაყურებელთა დაინტერესება უკვე მოახერხე, ვნახოთ, რას გვპირდება 39 წუთი. უკვე ცნობილია ფილმში მონაწილე მსახიობების სიაც. ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად, უეს ანდერსონის ახალ ფილმში ბენ კინგსლს, რაფ ფაინსს, დევ პატელს და რიჩარდ აიოეიდს ვიხილავთ. მისი ნახვა Netflix-ზე ოთხშაბათს, 27 სექტემბერს უკვე შესაძლებელი იქნება. ფილმის პრემიერა ახლახან შედგა ვენეციის კინოფესტივალზე.
კინომოყვარულებს გირჩევთ, აუცილებლად დაელოდოთ მის პრემიერას საქართველოშიც.