მოდა, სიყვარული, სკნადალები და თინეიჯერების ცხოვრება ნიუ-ორკიდან, ანუ Gossip Girl - ყველასთვის საყვარელი სერიალის გამოსვლიდან 16 წელი გავიდა - Marao

მოდა, სიყვარული, სკნადალები და თინეიჯერების ცხოვრება ნიუ-ორკიდან, ანუ Gossip Girl - ყველასთვის საყვარელი სერიალის გამოსვლიდან 16 წელი გავიდა

2023-09-19 15:31:23+04:00

სერიალ „ჭორიკანას“ გამოსვლიდან დღეს 16 წელი გავიდა. დროის გასვლის მიუხედავად, სხვადასხვა თაობის ადამიანებში სერიალი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. არის ამერიკული თინეიჯერული დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც ეფუძნება სესილი ფონ ზიგესარის ამავე სახელწოდების რომანის სერიას. მოთხრობილია ყველასთვის უცნობი, ყოვლისმცოდნე ბლოგერის მიერ მოპოვებული ინფორმაციები. სერიალი ტრიალებს მანჰეტენის ზემო ისტ-საიდში (UES) მცხოვრები პრივილეგირებული უმაღლესი კლასის მოზარდების ცხოვრების გაშემო და ჭორიკანას მიერ გამოძიებული ამბებიც სწორედ მათ ეხება. სიყვარული, ბევრი დრამა და ინტრიგა, „ფენათა შორის დაპირისპირება“, თინეიჯერებისთვის აქტუალური თემები და არამარტო მათთვის, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად საინტერესო სინთეზსს ქმნის. სერიალში მონაწილეობენ ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ბლეიკ ლაივლი, ლეიტონ მისტერი, კელი რეზერფორდი, ედ ვესტვიკი, ჩეის კროუფორდი, ჯესიკა ზორი, პენ ბედგლი, ტეილორ მომსენი და სხვ.

ბევრ საინტერესო სიუჟეტთან ერთად, სერიალი  კარგი ინსპირაციის წყარო ხდებოდა მოდის თვალსაზრისითაც. იუბილესთან დაკავშირებით, გთავაზობთ საუკეთესო ჩაცმულობებს სერიაიდან: