მუსიკოსსა და შემსრულებელს, ნატო გელაშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე არაერთი წელია, რაც ტელეეკრანსა თუ სცენაზე აქტიურად ჩანს.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ავრცელებს:
„როგორც იქნა გვეღირსა. 28ოქტომბერს „სტუმრად ნატოსთან“ – 35 წელი სცენაზე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა! ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი“, – წერს დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.
