მომღერალი ნინი შერმადინი საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა ის მონაწილეობას არაერთ პოპულარულ მუსიკალურ შოუში იღებდა. მას შემდეგ ნინის კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს.
ნინი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია და, პარალელურად, მუსიკისთვისაც ხშირად იცლის.
ამჯერად ნინი "ინსტაგრამზე" ლიზა ყენიას ახალ მუსიკალურ ვიდეოს ეხმიანება და მომღერალს წარმატებას უსურვებს:
"ძალიან ლამაზი, ნიჭიერი და კრეატიული მომღერალი დიდი პოტენციალით. იმედი მაქვს, რომ მისი სახელი მალე მთელს მსოფლიოს ეცოდინება. შენით ძალიან ვამაყობ" - წერს ნინი შერმადინი.
ლიზა ყენია ყველასთვის საყვარელი მომღერლის, მაია ჯაბუას ქალიშვილია. ისევე, როგორც მაია, ლიზაც ბავშვობიდან მღერის და ხალხის სიყვარული და ყურადღება მანაც პატარა ასაკიდან დაიმსახურა.
რამდენიმე თვეა, რაც ლიზა ყენია საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და კარიერულ წარმატებებით ქართველ გულშემატკივარს ხშირად ანებივრებს.
"მოხარული ვარ, რომ ყველას გაგიზიარებთ ჩემს ახალ სიმღერას, "Flow High"! ვიდეორგოლს 5 დღის განმავლოაბში ვიღებდით, ეს რთული გამოცდილება იყო, მაგრამ ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერი ვიყავით ამ პროექტზე მუშაობისას. განსაკუთრებით მე, რადგან ეს სიმღერა დავწერე ერთი წლის წინ და მას ღრმა პირადი მნიშვნელობა აქვს.
"Flow High" ნათელს ჰფენს ნარკომანიასთან ბრძოლას, თემა, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლოსაა. მე დავკარგე საყვარელი მეგობრები დამოკიდებულების გამო და მესმის, რა რთულია ეს ყველაფერი. ამ სიმღერის საშუალებით, იმედი მაქვს, დავაფიქრებ მათ, ვინც დამოკიდებულების მარწუხებშია ჩაკარგული და შევახსენებ, რომ დაფიქრდნენ თავიანთ არჩევანზე.
სიმღერა სემხისაწვდომია Spotify-ზე, YouTube-ზე, Apple Music-ზე. სული და გული ჩავდე ამ სიმღერის შექმნაში და მოუთმენლად ველი, როდის მოუსმენთ მას. მიეცით მუსიკას უფლება, გამოგზაურონ ემოციებში და გამიზიარეთ თქვენი აზრი.
არ დაგავიწყდეთ გამომყვეთ Spotify-ზე და Youtube-ზე მეტი სიახლეებისთვის. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! ყველას გისურვებთ ბედნიერ და ჯანმრთელ ცხოვრებას. მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და გავავრცელოთ პოზიტივი!" - წერს სილა ახალი მუსიკალური კლიპის შესახებ.