რიანა და A$AP Rocky კიდევ ერთხელ გახდნენ მშობლები და საკუტარ სიხარულს მსოფლიოსაც უზიარებენ. ფოტოები მალევე მოედო ვირუსულად სოციალურ ქსელებს.

რიანა და როკი მუსიკალურ ინდუსტრიაში პოპულარული და გავლენიანი წყვილია. მათ პირველი შვილი RZA 2022 წლის მაისში ეყოლად, მეორედ კი მშობლები გასულ ზაფხულს, აგვისტოში გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რიანა ორივე ორსულობას მალავდა და არც პირველი შვილის ფოტოები გაუსაჯაროვებია, ახლა მანოჯახთან ერთად ფოტოსესია მოაწყო და საკუთარ სახლში გადაღებული შთამბეჭდავი კადრები ფანებსაც გაუზიარა.


"მას შემდეგ, რაც 32 წლის გავხდი, მივხვდი რომ ცხოვრება ხანმოკლეა. არ გაქვს დიდი დრო იმისთვის, რომ სისულელეებზე დახარჯო, იცით? როდესაც გადავსებული ხარ ემოციებით, რაღაცების მოშორება უნდა დაიწყო. ათ წელიწადში 42 წლის ვიქნები, შვილები მეყოლება - 3 ან 4" - ამბობდა სუპერვარსკვალი 2020 წელს Vogue-სთან ინტერვიუში.