საყოველთაოდ აღაირებული იტალიელი მსახიობი, ოსკარის მფლობელი, სილამაზის ეტალონად წოდებული სოფი ლორენი დღეს 89 წლის გახდა და ის ნამდვილად ამტკიცებს მოსაზრებას, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. "ზოგჯერ, როცა ჩემს ასაკს ხმამაღლა ვამბობ, თავადაც არ მჯერა... შინაგანად ისევ 20 წლის ვარ. როცა სარკეში ვიყურები, არ ვფქირობ იმაზე, ვარ თუ არა ლამაზი, გამხდარი... მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ თავს ბედნიერად ვგრძობ და მთავარი სწორედ ესაა" - ამბობდა ის.
მისი ბიოგრაფია დატვირთულია საინტერესო ფაქტებით. სოფია ლორენი 1934 წლის 20 სექტემბერს რომში დაიბადა. მისი მამა - ინჟინერი რიკარდო შიკოლონე იყო, ხოლო დედა - რომილდა ვილანი, მუსიკის მასწავლებელი და დამწყები მსახიობი. მომავალი არტისტი მთელი ბავშვობის მანძილზე პატარა ქალაქში, პოზუოლიში გაატარა, რომელიც ნეაპოლიდან არც ისე შორს მდებარეობს.1950 წელს იგი იყო "მის იტალიის"კონკურსანტთა შორის. საინტერესოა, რომ სოფის მიენიჭა მის ელეგანტურობის პრიზი, რომელიც დაწესდა სპეციალურად მისთვის მსაჯთა კოლეგიის მიერ.
რაც შეეხება კარიერულ გზას - თავდაპირველად, სოფის ნიჭი შეუმჩნეველი დარჩა. შემოქმედებითი ბიოგრაფიის პირველ წლებში მას სთავაზობდნენ ან ეპიზოდურ ან ეროტიულ როლებს. მსახიობის ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა 1952 წელს, როდესაც იგი სილამაზის კონკურსის "მის რომი" ვიცე-ჩემპიონი გახდა. მან დაიწყო მეორადი პერსონაჟების თამაში, რაც უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობდა რეჟისორების მხრიდან.
1964 წელს სოფი ლორენმა მიიღო 1 მილიონი აშშ დოლარი მთავარი როლისთვის ფილმში „რომის იმპერიის დაცემა“ და გახდა ყველაზე პოპულარული ქალი მსოფლიოში. სოფია ლორენის დუეტი მარჩელო მასტროიანთან დღემდე საუკეთესოდ ითვლება კინოს ისტორიაში. საინტერესოა, რომ ჰოლივუდის რეჟისორებთან თანამშრომლობის დროს, სოფიმ ვერ შეძლო წარმატების მიღწევა. მისივე თქმით, იგი ვერ გახდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი იმის გამო, რომ მისი ხედვა ეწინააღმდეგებოდა კინოსა და ცხოვრების წესის გაგების ამერიკულ მოდელს. პოპულარობის პიკში ლორენმა მოახერხა მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ მსახიობთან მუშაობა, მათ შორის არიან ფრენკ სინატრა, კლარკ გეიბლი, ადრიანო ჩელენტანო, ჩარლი ჩაპლინი და მარლონ ბრანდო. 80-იანი წლების ბოლოს მისმა პოპულარობამ ნელ-ნელა იკლო.
სოფია ლორენს, რომელიც აღიარებული სექს-სიმბოლო იყო, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მისთვის ერთადერთი კაცი არსებობდა - კარლო პონტი, რომელმაც მოახერხა მისი გულის მოგება, მათ ქორწინებას სახელმწიფო არ აღიარება, მაგრამ წყვილმა მაინც იქორწინა და დიდხანს ბედნიერად ცხოვრობდნენ. წლების განმავლობაში სოფი გახდა 2 ავტობიოგრაფიული წიგნის - "ცხოვრება და სიყვარული" და "რეცეპტები და მოგონებები" ავტორი.
მსახიობი დღესაც უწინდელივით, არაჩვეულებრივ ფორმაშია... 1984 წელს ტელეწამყვან მერვ გრიფინთან მიცემულ ინტერვიუში სოფია ლორენმა ისაუბრა, თუ როგორ გრძნობდა თავს 50 წლის ასაკში. „არასდროს მეშინოდა ასაკის, ჩემს ასაკს ყოველთვის ვამბობ ხმამაღლა". სოფია ლორენს აქვს ცხოვრების 5 ძირითადი პრინციპი, რაც მისთვის გარეგნულ სილამაზეზე, სიგამხდრესა თუ წელის ზომაზე მეტად ფასობს და რაც ეხმარება, ყოველთვის იგრძნოს თავი ბედნიერად: