ოდესმე შეგიმჩნევიათ? 11 ვარსკვლავი ყველაზე ლამაზი წარბებით - Marao

ოდესმე შეგიმჩნევიათ? 11 ვარსკვლავი ყველაზე ლამაზი წარბებით

2023-09-24 11:16:55+04:00

1930-იან წლებში მოდური იყო წარბების ყველაზე თხელ, ძლივს შესამჩნევ ძაფებად გადაქცევა. დღეს, ყოველი მეორე ვიზაჟისტი მკაცრად გვირჩევს პინცეტის დავიწყებას, რადგან ფართო და სქელი წარბები უფრო ტრენდულია. ცნობილი სახეები, რომელთა წარბები იდეალურად გვეჩვენება, შეიძლება შთაგონებად იქცეს. 

ელიზაბეტ ტეილორი

ფართო, მუქი წარბები მოდაში  ელიზაბეტ ტეილორმა 1950-იანი წლების დასაწყისში შემოიტანა. მილიონობით ქალი მთელს მსოფლიოში კვლავ მიიჩნევს ჰოლივუდის კინოვარსკვლავის წარბებს სტანდარტად.

ოდრი ჰეპბერნი

ოდრი ჰეპბერნი ისტორიაში ალბათ ყველაზე ცნობადი წარბების მფლობელია. საშუალო სიგანისა და ბუნებრივი ფორმის თაღები ყოველთვის აქტუალური იქნება და ამაზე კამათი რთულია.

ბრუკ შილდსი

1980-იანი წლების სექს-სიმბოლო, მოდელი და მსახიობი ბრუკ შილდსი ბუნებრივი წარბებით გამოირჩევა. ვარსკვლავი მაკიაჟის გაკეთებისას ყველაზე დიდ ყურადღებას სწორედ წარბებზე ამახვილებს.

ლილი კოლინზი

სერიალის "ემილი პარიზში" ვარსკვლავი ლილი კოლინზი ბევრს ლეგენდარულ ოდრი ჰეპბერნს აგონებს. ამის მიზეზი კი ლილის სქელი და ლამაზი წარბებია.