უკვე რამდენიმე წელია წყალტუბოში დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში, მისი შვილიშვილი, უმცროსი ოტია იოსელიანი დამკვიდრდა. ოტიამ და მისმა მეუღლემ, ნუცა ცისკარიშვილმა სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი და ახლა სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღებული, ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან.
ნუცას ცოტა ხნის წინ პირველი შვილი შეეძინა. პატარა დაჩის ფოტოებს დედა "ინსტაგრამზე" ხშირად გვიზიარებს. ამჯერად ნუცა შვილის ახალ ფოტოებს გვიზიარებს.
„არ მინდოდა, დაჩის მუზეუმში მოყვანის პირველი კვირის კადრები უბრალოდ ტელეფონში ჩამკარგვოდა…
ჯერ როგორი ციცქნაა და უკვე რამდენ ადამიანს იცნობს. მინდა, რომ ყველასთან შეხვედრის კადრები აღვბეჭდო“. – წერს ნუცა ცისკარიშვილი.