მოდელი ჯიჯი ჰადიდი შვილის, კჰაის მესამე დაბადების დღეს აღნიშნავს და სოციალურ ქსელში სურათებს აქვეყნებს. „ჩვენ სამი წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ძალიან დიდი პატივია, ვიყო დედაშენი, დავინახო ცხოვრება შენით. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ყველაზე ტკბილო, ჭკვიანო, ლამაზო და დიდო სიყვარულო! ჩემი ოცნების ბავშვი, ჩემი ცხოვრების სიყვარული“ - წერს სუპერმოდელი მისალოც ტექსტში.

28 წლის ამერიკელი სუპერმოდელს, ჯიჯი ჰადიდს საზოგადოება პოდიუმიდან, სხვადასხვა ჩვენებიდან და გადაღებიდან იცნობს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მას ურთიერთობა ჰქონდა One Direction-ის ფოყილ წევრთან, ზეინ მალიკთან, სამი წლის კჰაიც სწორედ მისგან ჰყავს. მიუხედავად წყვილის ჰარმონიული ურთიერთობისა და გულშემატკივრების ურიცხვი რაოდენობისა, 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს წყილმა დაშორების შესახებ ისაუბრა. ეს ფაქტი წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული გაბქორწინება იყო. წყვილის დაშორების მიზეზი ზეინ მალიკის მიერ ოჯახში ძალადობა გახდ. ჯიჯის დედამ, იოლანდა ჰადიდმა თქვა, რომ ზეინმა მას დაარტყა.

რაც შეეხება სუპერმოდელის ბოლოდროინდელ ურთიერთობებს, გავრცელბული ინფორმაციით, ბოლოს ის მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს ხვდებოდა, მაგრამ ეს ფაქტი არცერთი მხრიდან არცერთხელ არ დადასტურებულა.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ