მას შემდეგ, რაც სუპერმოდელმა ბელა ჰადიდმა ლაიმის დაავადების გამწვავების შესახებ ისაუბრა, ის საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.
ბელამ ცოტ ხნის წინ კარიერაში პაუზა აიღო, რადგან ის ლაიმის დაავადების გამწვავებულ სიმპტომებს ებრძოდა. აგვისტოში მოდელმა სოციალურ ქსელებში დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა მისი გამოჯანმრთელება და გამომწერებს მკურნალობის დროს გადაღებული ფოტოებიც გაუზიარა. ბელას 2012 წელს დაუსვეს ლაიმის დაავადების დიაგნოზი, რომელიც გამოწვეული იყო ტკიპის ნაკბენით. სტომატოლოგიური ოპერაციის გამო კი დაავადება გამწვავდა - ინფექცია მოხვდა ერთ-ერთი კბილის ფესვის არხში.

მოდელის პოდიუმიდან გაქრობასთან დაკავშირებით, არაერთი სტატია იწერებოდა, რადგან სამოდელო ბიზნესში რამდენიმეთვიანი პაუზა ჰქონდა. იწერებოდა სტატიები, სადაც მის გაქრობას ნარკოდამოკიდებულებას აბრალებდნენ, რასაც მოდელიც და მისი ოჯახი კატეგორიულად უარყოფდა.
საბოლოოდ, მოდელმა დუმილი დაარღვია და გულშემატკივრებს ყველაფერი ინსტაგრამის პოსტის მეშვეობით აუხსნა. მოჰყვა იმ გრძელი გზის შესახებ, რაც მან გაიარა.
16 სექტემბერს ბელა პაპარაცებმა, მისი ძმის, ანვარის კომპანიაში დააფიქსირეს. უმაკიაჟოდ, ღია ფერის სამოსში გამოწყობილი მოდელი შესანიშნავად გამოიყურებოდა. თეთრი შარვალი, ზოლიანი პერანგი და დაბალქუსლიანი თეთრი მერი ჯეინები, რასთან ერთადაც მან ფართო ყავისფერი ჩანთა და დიდი საყურეები მოირგო. როგორც ჩანს, გძელვადიანმა მკურნალობამ სასურველი შედეგი გამოეღო, მოდელი ისევ იდეალურ ფორმაშია.

მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ