20 სექტემბერს სტრიმინგ პლატფორმამ Apple TV+-მა წარმოადგინა ახალი დოკუმენტური სერიალი, სადაც სუპერმოდელების ცხოვრების შესახებ გვიყვებიან. ფილმი ეძღვნება ლინდა ევანგელისტას, სინდი კროუფორდს, ნაომი კემპბელს და კრისტი ტარლინგტონს. "მოდის ინდუსტრია აგრძელებს მასში ქალების როლის ხელახლა განსაზღვრას და ეს სერია არის ისტორია, თუ როგორ შექმნეს ოთხმა ქალმა თავად ინდუსტრია. ნაომის, სინდის, ლინდას და კრისტის სახელები ისეთივე ცნობილი გახდა, როგორც დიზაინერების სახელები", - ნათქვამია პროექტის პრესრელიზში.
ერთ-ერთ ეპიზოდში, ნაომი კემპბელი გვიყვება, როგორ უმკლავდებოდა დანაკლისს და რამხელა ზიანი მიაყენა ამით საკუთარ თავს. „ვცდილობდი მწუხარების დამალვას“ - მოდელი იხსენებს, რამხელა ზეგავლენა იქონია მასზე, როგორც ბავშვზე, მამის მიტოვებამ. შემდგომ მისი უხლოესი მეგობრის, დიზაინერის, ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალებამ. ამბობს, რომ ტრავმების ბოროტად გამოყენება დაიწყო და სწორედ ამ დროს გაჩნდა დამოკდებულებაც. "როდესაც დავიწყე მავნე ნივთიერებების გამოყენება, ერთ-ერთი რამ, რის დამალვასაც ვცდილობდი, იყო მწუხარება. თქვენ ფიქრობთ, "ოჰ, ეს მოაშუშებს ჩემს ჭრილობებს", - აღიარა მან.
გარდამტეხი მომენტი გადაღებაზე გონების დაკარგვა აღმოჩნდა, სწორედ ამ დროიდან დაიწყო ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაც. ასევე ისაუბრა ნასამართლეობაზე, როდესაც ის ასისტენტზე თავდასხმაში დაადანაშაულეს: „რაც შეეხება ჩემს შეცდომებს, ყოველთვის ვაღიარებდი მათ. ამიტომ გადავწყვიტე მკურნალობა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შემეძლო საკუთარი თავისთვის იმ დროს. საშინელებაა სარკის აღება და მასში ჩახედვა. მე ამისთვის მრავალი წელი დამჭირდა”, - ამბობს მოდელი და მზადაა დაეხმაროს მათ ვისთვისაც ეს პრობლემა უცხო არ არის...