მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე მეუღლესთან, ზურა ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
ამჯერად სალომე ღვინიაშვილი და ლიკა ევგენიძე პარიზში ისვენებენ. დასვენების ამსახველ კადრებს სალომე ღვინიაშვილი გამომწერებს უზიარებს.
„მიხარია, რომ კვლავ აქ ვარ, ჩემს ოჯახთან ერთად.“ – წერს სალომე.