ნინო სუხიშვილი და მისი ძმა, უმცროსი ილიკო სუხიშვილი, მესამე თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ანსამბლ “სუხიშვილებს” უძღვებიან.
ნინო სუხიშვილი გულწრფელად აღიარებს, რომ და-ძმას საკუთარი პასუხისმგებლობა გათავისებული აქვს, რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა და ზღვა ენერგიაა საჭირო. მათ ისიც ესმით, რომ სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც საკუთარ თავებს "არანორმალურებსაც" უწოდებენ.
"არასდროს დაუძალებიათ, - უნდა იცეკვო, გააგრძელო ჩვენი საქმეო... თვლიდნენ, რომ ეს ჩვენ უნდა გვდომებოდა და ჩვენში ამის მონაცემი დაენახათ. ბევრს ჰგონია, რომ მე და ილიკომ ეს საქმე ლანგრით მივიღეთ. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ამის მტკიცება, პირველ რიგში, მშობლებისთვის გვიწევდა და მერე დანარჩენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო".
ამჯერად სტუდიის ოფიციალური გვერდი სუხიშვილები - Sukhishvilebi სოციალურ ქსელში ვიდეოს კულისებიდან აქვეყნებს, სადაც ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს განუმარტავს, რა მოეთხოვებათ მათ: "ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“ – ამბობს ნინო სუხიშვილი.