"ყველაზე მძიმე დღე ისაა, სიზმარში რომ მოდიხარ ჩემთან…" - მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის შესახებ - Marao

"ყველაზე მძიმე დღე ისაა, სიზმარში რომ მოდიხარ ჩემთან…" - მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის შესახებ

2023-09-22 12:04:20+04:00

მაია ასათიანი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე და წლების მანძილზე უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა, თუმცა ამჯერად მას კარიერაში პაუზა აქვს. რამდენიმე წლის წინ მის ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა - ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა გარდაეცვალა. ნუცა საზღვარგარეთ სასწავლებლად იყო წასული, სადაც მოულოდნელად ავად გახდა და ექიმებმა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს.

ამჯერად მაია "ინსტაგრამზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ყველაზე მძიმე დღე ისაა, სიზმარში რომ მოდიხარ ჩემთან… გაღვიძება რომ აღარ მინდა… მერე თენდება და ისევ ქვა და რკინად უნდა ვიქცე…" - წერს მაია ასათიანი.