"ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ქალი მტკიცედ უნდა იდგეს ფეხზე და იმის მოლოდინში, რომ მილიონერი საქმრო გამოუჩნდება, წლები არ უნდა დაკარგოს.... ქალმა უნდა იმუშაოს, რეალიზებული იყოს" - ელენე ფოჩხუა - Marao

"ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ქალი მტკიცედ უნდა იდგეს ფეხზე და იმის მოლოდინში, რომ მილიონერი საქმრო გამოუჩნდება, წლები არ უნდა დაკარგოს.... ქალმა უნდა იმუშაოს, რეალიზებული იყოს" - ელენე ფოჩხუა

2023-09-22 12:06:45+04:00

მომ­ღე­რალ ელე­ნე ფო­ჩხუ­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს: მას შე­უძ­ლია ერ­თნა­ი­რი ოს­ტა­ტო­ბით შე­ას­რუ­ლოს ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის მიერ შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რე­ბიც და აფ­რი­კუ­ლი "იავ­ნა­ნაც", თუმ­ცა მსმე­ნე­ლის გული მეგ­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბით მო­ი­გო. ელე­ნე ფო­ჩხუ­ას ტკი­ვი­ლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა აქვს გა­მოვ­ლი­ლი, მას წლების წინ ძმა, ასევე მომღერალი გიორგი ფოჩხუა გარდაეცვალა. სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი ოჯახისა და პირადი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ ისაუბრა და თქვა, რომ მეუღლეს 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. ამის მიზეზი კი ღალატი და მესამე ადამიანი გახდა. ამჯერად კი ჟურნალ „გზასთან“ იმის შესახებ საუბრობს, რამდენ რამეს მოასწრებდა, სტუდენტობის დროს მუშაობის საშუალება რომ ჰქონოდა:

 

„ახალი თაობა სტუდენტობიდან ბევრს შრომობს და, ჩვენთან შედარებით, გაცილებით დამოუკიდებელია. ადრე სულ სხვა მენტალიტეტით ვიზრდებოდით. ჩემს სტუდენტობაში ამდენი ბარი, კლუბი და რესტორანი არ არსებობდა. თანაც, მაშინ ახალგაზრდა ქალი რესტორანში ან ბარში თუ იმღერებდი, ეს საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო. ვფიქრობ, ამ მენტალიტეტმა ბევრ ახალგაზრდას მომავალი დაუზიანა. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ქალი მტკიცედ უნდა იდგეს ფეხზე და იმის მოლოდინში, რომ მილიონერი საქმრო გამოუჩნდება, წლები არ უნდა დაკარგოს. ქალმა უნდა იმუშაოს, რეალიზებული იყოს. იმას კი არ ვამბობ, რომ შვილებს და ოჯახს ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ მის ცხოვრებაში ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს…“ - ამბობს ელენე ფოჩხუა.