როგორ ამოიცნოთ მანიპულატორი პარტნიორი და მისი ქმედებები - Marao

როგორ ამოიცნოთ მანიპულატორი პარტნიორი და მისი ქმედებები

2023-09-22 12:21:39+04:00

მანიპულირება ყოველთვის გულისხმობს ზეწოლას, როდესაც მათ სურთ შენზე გარკვეული გავლენის მოხდენა სიტყვებით, დანაშაულის გრძნობის გაღვიძებით. სწორედ ამით გაიძულებენ აკეთო ის, რაც არ გინდა. 

ფსიქოლოგი მარია ზელინა გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ მანიპულირებენ მამაკაცები ყველაზე ხშირად ურთიერთობებში.

 

ყველაზე გავრცელებული მანიპულაციების გზები - გეშინია შენი აზრების ღიად გამოხატვის. ყოველთვის ფიქრობ, როგორ შეიძლება აღიქვას კაცმა შენი სიტყვები. მუდმივი დანაშაულის განცდა. თქვენი შეხედულებები იცვლება მამაკაცის დამოკიდებულებების მიხედვით. ხდებით ადვილად დაყოლიებადი. გსჯიან დუმილით; გაიგნორებენ მაშინ, თუ რამე არ მოსწონთ.

ფრაზები, რომლებითაც თქვენზე მანიპულირებენ - გადანაშაულებენ იმ ქმედებებში, რაც თქვენ არ ჩაგიდენიათ. ასევე ხშირია, როდესაც, თავად უარყოფენ მომხდარს. გაჯერებენ, რომ თქვენ ცდებით და მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. 

თითქოს ყველა მანიპულატორი ერთნაირი ლექსიკით იწყებს საუბარს, ხშირად ამბობენ შემდეგ ფრაზებს: „მე თვითონ გავაფუჭე ყველაფერი?“ „შენ რა, ჩემი არ გჯერა?“, „არ მენდობი?“, “უბრალოდ შენთან სხვანაირად ვერ მოვიქცევი“, ძალიან შეიცვალე, ვერ გცნობ“. 

 

გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც მანიპულატორი ადამიანისგან გიხსნით:

რაც მთავარია, ისწავლეთ საკუთარი თავის და თქვენი გრძნობების მოსმენა. როდესაც ხვდებით, რომ მანიპულირებენ, უბრალოდ  სთხოვეთ, ღიად და პირდაპირ დაიწყონ საუბარი თქვენთან. ნუ გამოიყენებთ მანიპულაციას, ეს არ იწვევს რაიმე კარგს. ამიტომ ისწავლეთ, ღიად გამოხატოთ თქვენი აზრები, გრძნობები და სურვილები.

შეწყვიტეთ რეაგირება მანიპულაციებზე - არ გასცეთ უკურეაქცია (არ დაეთანხმოთ, არ იტიროთ, არ სთხოვოთ პატიება). მსგავსი ქმედებები მეტად წაახალისებს მანიპულაციას.

დაიმახსოვრეთ, ყველაფერი თქვენით იწყება. ვინაიდან ასეთი დამოკიდებულება გაჩნდა თქვენ მიმართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეს სადღაც დაუშვით. ისწავლეთ საკუთარი თავის, თქვენი შეხედულების, თქვენი საჭიროებებისა და სურვილების პატივისცემა. იზრუნეთ საკუთარ თავზე და ნუ მისცემთ უფლებას, გაკონტროლონ. 

მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ