ალბათ, ხშირად გაგჩენიათ კითხვა, როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როდესაც რაიმე საქმიანობა თქვენში დისკომფორტს იწვევს - ეს უარყოფითი ემოციებია. თუ ფიქრობთ, რომ ცხოვრებისეული დაბრკოლებები რთულად გადალახვადია, დროა, იმოქმედოთ. ფსიქოლოგ-ჰიპნოთერაპევტი ელენა ლატიში გვეუბნება, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.
ჩვენს გონებას აქვს გარკვეული „პროგრამები“, რომლებიც გვკარნახობს ქცევის სხვადასხვა ფორმას. ტვინი ასე მუშაობს: განმეორებითი მოქმედებებით ყალიბდება ნერვული კავშირების სტაბილური ჯაჭვები - ისინი პასუხისმგებელია სხეულის იმპულსებსა და პასუხებზე. მაშინ, როდესაც ქმედება უკვე გადაქცეულია მექანიკურ ჩვევად, მისი „პროგრამირება“ უკვე რთულია, მაგრამ არა - შეუძლებელი. ამიტომ, მნიშვნელოვანია დადებითი ჩვევების გამომუშავება.
რითი დავიწყოთ? - უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რწმენა. ეს ერთგვარი კურსორი ხდება შემდგომ. ისინი შეიძლება გადაეცეს მშობლებისგან, ბავშვობის გამოცდილებიდან ან იყოს დაწესებული საზოგადოების ან პარტნიორების მიერ. ზოგიერთი ქცევის ნიმუში წარმოიქმნება გარკვეული მოვლენების შემდეგ, პირადი გამოცდილებიდან. ყველა მათგანი არ უნდა შეიცვალოს: მთავარ მიზანს ხომ უკეთესად გახდომა წარმოადგენს. თქვენ უნდა იმუშაოთ მხოლოდ მათთან, ვინც ხელს გიწყობთ განვითრებაში, გარემოში, სადაც არის ჯანსაღი კონკურენცია, რაც შემდგომში განვითარებაში დაგეხმარებათ. ჯანსაღი გარემო, ადამიანები, სამუშაო ზრდის ბედნიერებას.
რა ნეგატიურ დამოკიდებულებებს შეიძლება წააწყდეთ? - თუ თქვენს საკუთარ თავს წინასწარ განუსაზღვრავთ რაიმე ქმედების ნეგატიურ შედეგს, ეს დამოკიდებულება პროგრამირდება და რეალობად იქცევა. შეგიშლით ხელს სასურველის მიღებაში. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას და როგორ ვფიქრობთ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ არ თვლით თავს ღირსად, გქონდეთ ის, რაც გსურთ, ვერც ვერასდროს მიიღებთ სასურველს.
როგორ გარდავქმნათ ნეგატიური დამოკიდებულებები? - ხშირად შიშები არ გვაძლევს თამამად მოქმედების საშუალებას, ისინი გვაფერხებს. მნიშვნელოვანია, იცნობდეთ თქვენს შიშებს, რადგან ისინიც ნეგატიური დამოკიდებულებების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს. ძალიან ხშირად ჩვენ არ გვაქვს ის, რაც გვინდა, რადგან რეალურად გვეშინია მისი არსებობის, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს.
მაგალითისთვის, თუ თქვენი შიში ასეთია - „მეშინია, რომ დიდ ფულს ვერ ვიშოვი“ - ის უნდა გარდავქმნათ, სხვა კუთხით შევხედოთ - „მაინტერესებს, როგორ შემიძლია დიდი ფულის გამომუშავება“. როდესაც თქვენი ყურადღება შიშიდან ინტერესზე გადადის, თქვენი საზღვრები ფართოვდება და საკუთარ თავს უფლებას აძლევთ, გაიხედოთ თქვენი შიშის მიღმა. გარდა ამისა, შფოთვის მდგომარეობა იცვლება ჩართულობით, მღელვარებით და ინტერესით.
დააკვირდით, რა ხდება თქვენთან პოზიტიური დამოკიდებულების შექმნის მომენტში, რადგან ეს არის პირველი ნაბიჯი ტრანსფორმაციისკენ. ჩამოკიდეთ სია თვალსაჩინო ადგილას, რათა ხელახლა წაიკითხოთ რაც შეიძლება ხშირად – ეს თქვენს მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს და შემდეგ დაიწყეთ ისე ცხოვრება, თითქოს ეს უკვე თქვენი რეალობაა. მაშინ, როდესაც შიშისა და ნეგატივის დადებითი ემოციებით ჩანაცვლებას ვიწყებთ, ჩვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ იწყებს შეცვლას.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ