მიზეზი ძალიან მარტივია, თუმცა ჩვენ, ალბათ, ამის გაგება ძალიან გაგვიჭირდება. ბევრს მიგვიქცევია ყურადღება მომენტისთვის, როდესაც ამერიკული ფილმის გმირი შედის სახლში, არ იცვლის ფეხსაცმელს და თამამად შეაბიჯებს სამზარეულოში ან სულაც საძინებელში და წამოწვება პირდაპირ ფეხსაცმლით ან ფეხმორთხმული დაჯდება საწოლზე.
ჩვენთვის მსგავსი სცენა მიუღებელია, ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება საგარეო ფეხსაცმლით შეხვიდე სახლში და მით უმეტეს წამოწვე საწოლზე ან დივანზე.

ამ ფაქტის შესახებ საუბრობს ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში მცხოვრები ერთი ემიგრანტი, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ეს გოგონა იმით არის ცნობილი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ამერიკაში სერიალს იღებს და უზიარებს ადამიანებს.

წაიკითხეთ სრულად