ცოტა ხნის წინ პიანისტმა და ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ და პოლიტოლოგმა სანდრო შელიამ განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს, ამის შესახებ კი სოციალურ ქსელშიც დაწერეს. დაშორების შემდეგ თათია ახალ რჩეულთან, ჯარჯი თორაძესთან ერთად გამოჩნდა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებაც დაიმსახურა, რადგან რამდენიმეთვიანი ქორწინების შემდეგ თათიამ, მოულოდნელად, დაშორების შესახებ დაწერა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პიანისტი ჯარჯი თორაძეს შეურიგდა და მასთან თანაცხოვრება გააგრძელა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ, თათია შარანგიასთან განქორწინების შემდეგ სანდრო შელიამაც იქორწინა. სანდრო შელიას რჩეული „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნინა ხუბუტიაა. "და მან თქვა კი" - წერს სანდრო სოციალურ ქსელში და ფოტოებს ნიშნობიდან აქვეყნებს.