მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
თიკა ჯამბურიამ ბავშვობის სიყვარულზე ადრეულ ასაკში იქორწინა, თუმცა მისი და ბექა ხოფერიას კავშირი მალევე დასრულდა.
თიკა ხშირად წერს, რომ შვილთან, ნინა ხოფერიასთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. როგორც ჩანს, დედა-შვილი ერთად დროს მართლაც სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებს. კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან კი გამომწერებსაც ხშირად უზიარებენ.
ამჯერად თიკა წონის კლების საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს და განმარტავს, რა აის მთავარი ამ პროცესში:
„როცა ადამიანებს ვწერ, რომ არ ვჭამდი, რომ ძალიან ცოტას და ძალიან დაბალკალორიულ საჭმელებს ვჭამ, ეს პასუხი არავის არ მოსწონს. მახსოვს, მეც რაღაც განსაკუთრებულ ფორმულას ვეძებდი გასახდომად, ადვილს და მარტივს, მაგრამ, მეგობრებო, მარტივი ფორმულა არ არსებობს.
სიგამხდრისკენ ერთადერთი გზა არის დაბალკალორიული საჭმელი, ძალიან ცოტა ჭამა, 18-საათიანი კონტროლი, ბევრი წყალი და ვარჯიში. რეალურად, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა საკვები ასუქებს, რა საკვები არ ასუქებს, რა არის ჯანსაღი და რა არის არაჯანსაღი.
არავის სჭირდება ჩემგან და არავისგან სწავლება, რომ კარგია ბოსტნეული, ცილა, ხილი; ცუდია – ცომი, შაქარი, გაზიანი სასმელები. ძალიან მარტივია – ჭამეთ ის, რასაც აქვს დაბალი კალორია და ჯანსაღია და არ ჭამოთ ის, რასაც აქვს ბევრი კალორია და არ არის ჯანსაღი“, – ამბობს თიკა ჯამბურია.