ევგენიძეების ოჯახს საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. დათო ევგენიძემ მუსიკალური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. მაყურებლისთვის საყვარელი ტელესახეა მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძეც, რომელიც უმშვენიერესი ქართველი მსახიობის, კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილია.
ამჯერად დათო ევგენიძე სწორედ ლიკას ვიდეოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს უძღვნის:
„ცხოვრებაში სულ რომ არაფერი არ გამეკეთებინა, მარტო ამ მშვენიერების შესაქმნელად ღირდა, დავბადებულიყავი…
რა ლამაზი შვილი მყავს, მომენატრე, ლიკ“, – წერს დათო ევგენიძე სოციალურ ქსელში.